შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, კახეთისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 12 პირი.
დანაშაული 4- დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ლ.რ. დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკას - 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი, 21 ვაზნა და 8 მასრა ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ორი პირი - 1988 წელს დაბადებული ი.ჩ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ფ. დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, მაკაროვისა და ნაგანის სისტემის პისტოლეტები, მჭიდი და 25 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული 1980 წელს დაბადებული ს.მ.- ს პირადი ჩხრეკისას, ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1986 წელს დაბადებული რ.ო. დააკავეს, რომლის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა კი, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი დააკავეს: 1978 წელს დაბადებული მ.წ. - ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცებად ამოიღეს მაკაროვის სისტემის იარაღი, მჭიდი და ხუთი ვაზნა, 1989 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი დ.ი. - ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, პოლიციამ ამოიღო ნარკოტიკული საშუალება, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი" და ვაზნები, ხოლო 1969 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.კ. - ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 110 ვაზნა, პისტოლეტი და მჭიდი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების, ასევე წალენჯიხის, მარტვილის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი - 1984 წელს დაბადებული მ.ბ., 1958 წელს დაბადებულ გ.ფ., 1964 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებულ გ.ბ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, "ნაგანის" ტიპის 2 ცეცხლსასროლი იარაღი, 4 პისტოლეტი, 6 მჭიდი და 29 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და სსკ-ის 273-ე მუხლით მიმდინარეობს.